ბაღდადის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ აიღო. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად კარადას შიიტური რაიონი გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სანაყინესთან ამოქმედდა. ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.