ყაზახეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ძლიერმა ქარიშხალმა ქალაქ ტარაზში 3 ადამიანი იმსხვერპლა, 3-მა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. დაღუპულთა შორის 14 წლის მოსწავლეცაა. სინოპტიკოსტა ვარაუდით, ქარი დღეს კიდევ უფრო გაძლიერდება. ხელისუფლება ადგილობრივ მცხოვრებლებს სახლებიდან გამოსვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.