2017 წლის ბოლომდე უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დარეგისტრირდება, რომელიც მხოლოდ შიდა რეისებზე იქნება ორიენტირებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, „ლოუკოსტერი“ უცხოური კაპიტალით შეიქმნება.
აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადიმირ ომელიანმა უკვე გააკეთა.
მინისტრმა განმარტა ასევე ისიც, რომ „ლოიკოსტერის“ აქციათა 51% აუცილებლად უკრაინის საკუთრება იქნება, რადგანაც არსებული კანონმდებლობით ავიაკომპანიას მხოლოდ ამ შემთხვევაში ეძლევა შიდა ფრენების განხორციელების ნებართვა.
„მოლაპარაკებები წარმატებულად მიმდინარეობს. მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენს გვაქვს ყველა შანსი იმისათვის, რომ იურიდიულად კომპანის წლის ბოლომდე დარეგისტრირდეს“, აღნიშნა მინისტრმა.