ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, #322-ში ძლიერი ქარის დროს დაზიანებული სტადიონის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მოწყობა იგეგმება. ძველი სტადიონის დემონტაჟი მერიის შესაბამისმა სამსახურმა განახორციელა, რადგან დაზიანებული ბოძები მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა.
ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ახალი სტადიონის პროექტი შემუშავებულია. მერიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს და სტადიონის პროექტი გააცნეს. ახალი სტადიონი ზაფხულის პერიოდში მოეწყობა.