ესტონეთის შემდეგ რუს დიპლომატებს მოლდოვაც აძევებს. კიშინიოვმა ხუთი რუსი დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. ინფორმაცია უკვე დაადასტურა მოლდოვაში რუსეთის ელჩმა. მისი თქმით, რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა დღის განმავლობაში უნდა დატოვონ. დიპლომატების ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. არაოფიციალური ვერსიით, მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.