თურქეთში სამთავრობო გაზეთ Yeni Akit-ის მთავარი რედაქტორი, ქადირ დემირელი მოკლეს. ცნობილ ჟურნალისტს სტამბოლში ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მისმა სიძემ მიაყენა.
ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, დემირელსა და მის სიძეს, იავუზ კარანფილს შორის კამათი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელიც უბედური შემთხვევით დასრულდა.
ჩხუბის დროს დაშავდა ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის ჟურნალისტის ქალიშვილიც. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.