ზოგიერთ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ხალხში ისეთივე აღშფოთებას იწვევს, როგორსაც ფაშისტური გერმანიის დროს გამოცემული კანონები. ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილმა ბაშკირიის უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა.
„ხალხი წინ აღუდგება ერთსქესიანთა ლეგალიზების კანონს იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ფაშისტურ კანონებს აღუდგა, რადგანაც თუ კანონი საკაცობრიო ღირებულებებს ეწინააღმდეგება, მათი დაცვა სავალდებულო არ არის,“-აღნიშნა პატრიარქმა.