ირანის მეთევზეთა კავშირის გენერალური მდივანი ალი აკბარ ხოდაეი იმედოვნებს, რომ მიმდინარე 1396 წელს (ირანული კალენდარი), რომელიც 2017 წელის 21 მარტიდან იწყება ქვეყანა 30 ათას ტონა კრევეტის წარმოებას შეძლებს.
კავშირის ხელმძღვანელის განმარტებითვე, გასულ, 1395 წელს ირანმა 21 ათასი ტონა კრევეტი აწარმოა, საიდანაც 14 ათასი ტონა ექსპორტზე გაიტანა.
ირანული კრევეტის მთავარი იმპორტიორია: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ევროკავშირი.