საქართველოს ეროვნული ბანკი ონლაინ-სესხების კომპანიებს ამოწმებს. სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, კომპანიები დააჯარიმდნენ.
საუბარია კანონით დაწესებულ მაქსიმალურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე, რომელიც წელიწადში 100 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
კობა გვენეტაძის განმარტებით, ეროვნულ ბანკს მხოლოდ იმ კომპანიების შემოწმება შეუძლია, რომლებსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი აქვს.