მანჩესტერ-არენაზე მომხდარი თავდასხმა იყო ბრიტანელ და ევროპელ ახალგაზრდობაზე თავდასხმა. ასე აფასებს საფრანგეთის პრეზიდენტი მანჩესტერში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს.
„ისინი თავს დაესხნენ ევროპულ თავისუფლებას. მათ იერიში მიიტანეს ბრიტანელ და ევროპელ ახალგაზრდობაზე. ძალადობის ამ შემზარავმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურების აუცილებლობაში.,“-აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.