მანჩესტერის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო საკუთარ თავზე. ამ ინფორმაციას "Independent" ავრცელებს.
ტერაქტი წუხელ მოხდა. მანჩესტერ-აერნაზე მიმდინარე კონცერტის დასასრულს ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. დაღუპულია 22 და დაშავებულია 60-მდე ადამიანი.