თურქეთში მასობრივი დაკავებები გრძელდება. სტამბოლის პროკურატურამ კიდევ 144 ადამიანის დაპატიმრების ორდერი გასცა. გენერალური შტაბის ყოფილ ოფიცრებს ბრალი ფეთულა გიულენთან კავშირში ედებათ. 15 ივლისის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ პოლიციამ 50 ათასამდე ადამიანი დააკავა. სამსახური დაატოვებინეს 140 ათასზე მეტ ადამიანს.