Ovum-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, მსოფლიოში მეხუთე თაობის ქსელის (5G) აბონენტების რაოდენობა სწრაფი ტემპით გაიზრდება.
დაგეგმილია, რომ 5G-სერვისების გაშვება 2020 წელს მოხდეს. თუმცა მანამდე სატელეკომუნიკციო სფეროში მეხუთე თაობის მობილურ კავშირს უკვე ინტენსიურად იყენებენ და ტესტავენ.
აღსანიშნავია, რომ Ovum-ის ანალიტიკოსების წინა პროგნოზის მიხედვით, 2021 წლისთვის 5G აბონენტების რაოდენობა 24 მლნ-ს მიაღწევს. თუმცა მიმდინარე ეტაპისთვის ეს შეფასებები გადაიხედა და ახალი ანგარიშით 2022 წლისთვის „მეხუთე თაობა“ 389 მლნ აბონენტი იქნება.
GSMA-ის პროგნოზით, 2025 წლისთვის მათი რაოდენობა 1,1 მლრდ-ს მიაღწევას.