რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ თავმჯდომარეობა დაიბრუნა. გადაწყვეტილება ანკარაში მესამე რიგგარეშე ყრილობაზე მიიღეს. პარტიის ლიდერის პოსტი ერდოღანმა 2014 წლის აგვისტოში პრეზდენტად არჩევის შემდეგ დატოვა. პოსტზე დაბრუნების საშუალება კი ქვეყნის პირველ პირს 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მიეცა.