საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებსა და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტების შეხვედრა გაიმართა.
პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს უშუალოდ პროკურატურის ფუნქციები. მათ შორის: სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობასა და გამოძიების წარმოების შესახებ. შეხვედრაზე სტუდენტებთან ერთად, პროკურატურის წარმომადგენლებმა, განიხილეს პროკურატურის ძირითადი პრინციპები და ყველა ის თემატიკა, რაც აუცილებელია პროკურორისათვის, ასევე სტუდენტებს პროკურორთა სტატისტიკა გააცნეს. ყურადღება გაამახვილეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლზე და მათ ფუნქცია-მოვალეობაზე.
შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია სტაჟიორთა კონკურსის პირობების, მოთხოვნებისა და ეტაპების შესახებ.
სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები.
პროკურატურის წარმომადგენლებმა გამოთქვეს იმედი სტუ-ს სტუდენტებთან სამომავლო თანამშრომლობისა და მათ წარმატებები უსურვეს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში.