თბილისში, სასტუმრო „ციტრუსში“ საქართველო-სლოვენიის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. სლოვენიის ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სლოვენიის სახელმწიფო მდივანი ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში - ალეშ კანტარუტი ეწვია.
ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ- ნატო ჩიქოვანმა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა- ანტე მილევოჯმა გახსნეს.
ფორუმის ფარგლებში გაკეთდა პრეზენტაციები საქართველოსა და სლოვენიის საინვესტიციო გარემოს შესახებ. დელეგაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სლოვენიის ბიზნეს სექტორი შემდეგი მიმართულებებით: სამშენებლო მასალები, სხვა და სხვა ლითონები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები, ჰიდროინჟინერია, ენერგეტიკა, საცხობი მოწყობილობები.
საპრეზენტაციო ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები. სექტორების შესაბამისად ქართული კომპანიები B2B შეხვედრებზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდის (www.gcci.ge) საშუალებით წინასწარ დარეგისტრირდნენ. შეხვედრებზე ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განეხილათ.