2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 849 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 19 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 195 მლნ. აშშ დოლარი იყო (33 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 654 მლნ. აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 25 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 27, 24 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აპრილში 29 პროცენტი).