19 მაისს თურქეთში ახალგაზრდობისა და სპორტის დღე აღინიშნება. ეს დღე ოფიციალურად დასვენების დღეა.
შესაბამისად სტამბულელებმა 3 დღიანი დასვენების მოწყობა და დროის გატარება ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ გადაწყვიტეს.
თუმცა 15 მლნ-იან მეგაპოლისში ამის გაკეთება არც თუ ისე მარტივია.
თურქული მედიის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ოთხშაბათს სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა, მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე, ავარიულ რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება.
მგზავრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რიგებიდან თავისდასაღწევად მათ 3-4 საათი სჭირდებათ.