2016 წლის 5 ოქტომბერს ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.
საქმე ეხება 2016 წლის 5 ოქტომბერს ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ შელაპარაკებას, რომელსაც პროფილაქტიკის ხელოსანი ემსხვერპლა. პროკურატურა 24 წლის კონსტანტინე ლაშქარაშვილს მკვლელობას, ხოლო 21 წლის პაატა ხოფერიას დანაშაულის დაფარვას ედავება. ბრალდებულთა ადვოკატი აცხადებს, რომ საშქარაშვილი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, ხოლო ხოფერია ბრალს არ აღიარებს.