ბერმუდის სამკუთხედში, თვითმფრინავი გაუჩინარდა. ბორდზე იმყოფებოდა 5 ადამიანი. მათ შორის იყო ორი არასწულწლოვანიც.
ოჯახმა დედის დღე პუერტო რიკოში გაატარა. როდესაც ისინი ორძრავიანი მომცრო ზომის თვითმფრინავით ფლორიდაში ბრუნდებოდნენ, 22:10 წუთზე კავშირი გაწყდა.
ბორდზე იმყოფებოდნენ: ავიაკომპანია „სქაილაითის“ აღმასრულებელი დირექტორი 40 წლის ჯენიფერ ბლუმინი, მისი 3 და 4 წლის ვაჟები და 52 წლის შეყვარებული ნათან ურლიჩი.
სამშაბათს გვიან ღამით, სანაპირო დაცვამ აღნიშნა რომ ნარჩენების კვალი შეიმჩნევა. სამაშველო გუნდი ამ წუთამდე ეძებს გაუჩინარებულ თვითმფრინავს, თუმცა უშედეგოდ.