ფრანგულმა ლგბტ ორგანიზაციებმა ჩეჩნეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანეს. რამზან კადიროვს სექსუალური უმცირესობების დევნაში ადანაშაულებენ. ინფორმაცია ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა მკვლელობისა და წამების შესახებ ერთი თვის წინ რუსულმა გამოცემამ „ნოვაია გაზეტამ“ გაავრცელა. ჩეჩნური მხარე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.