ყველაზე განვითარებული ტურისტულ ინდუსტრიებს შორის საქართველო 70-ე ადგილზეა. მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში, რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს, ლიდერ პოზიციაზე, ესპანეთია.
Travel and Tourism Competitiveness Report-ის მიხედვით, რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა შემდეგი გაქტორები: მთავრობის გახსნილობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, საჰაერო მიმოსვლა, ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაოებები, უსაფრთხოება და სხვა.
რეიტინგში მეორე ადგილზეა საფრანგეთი, ხოლო მესამეზე გერმანია.
„ტოპ-10“-ში ასევე მოხვდნენ: იაპონია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია, იტალია, კანადა და შვეიცარია.
რაც შეეხება საქართველოს, რომელიც Travel and Tourism Competitiveness Report-ში 70-ე პოზიციაზეა, მისი მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა - 2,281,971.
შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან $1,935.9 მლრდ.
ტურისტის საშუალო დანახარჯი $848.
მაჩვენებლები 2015 წელს - 71 / 141 (ადგილი/ სულ ქვეყანათა რაოდენობა).
2017 წელს - 70 / 136 (ადგილი/სულ ქვეყანათა რაოდენობა).
ინდექსში საქართველოს 3.7 ქულა აქვს.