Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების ინფორმაციით, iPhone 8-ის ფასი, საუბარია 128 GB-იან მოდელზე, 999 დოლარი იქნება, ხოლო რაც შეეხება 256 GB-იან მოდელს - 1099 დოლარი. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების გათვლებით, ფასის ზრდა განპირობებულია არა ხარჯების გაზრდით, როგორც ეს ადრე იყო დაანონსებული, არამედ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ გზით კომპანია მთლიანი მოგებას გაზრდის.
ამ ფონზე გაძვირდება Apple-ს აქციებიც და გაიზრდება კომპანიის კაპიტალიზაცია.
Goldman Sachs-ი ვარაუდობს, რომ „ჩაკბეჩილი ვაშლის“ აქციის ფასი შესაძლოა 170 დოლარამდეც კი გაიზარდოს. ასეთ ვითარებაში კი კომპანიის კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.