საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ესტუმრა. ბერლინში მას ანგელა მერკელმა უმასპინძლა. მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მათ მიზანი ფრანგულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავება და ევროკავშრის რეფორიმირება იქნება.