ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის ბრალდებით დაკავებული 4 ადამიანი ოკუპანტებმა გაათავისუფლეს.
ისინი ამ დროისთვის შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტში დაკითხვაზე არიან.
ცნობისთვის, ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეები ზნაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანადან გაიტაცეს. 50 წლის ვეფხვია ლომიძე, 58 წლის ელიზბარ ლომიძე, 28 წლის ამირან თედელური და 65 წლის გიორგი გოგოლაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლისა და ბროლოსანის მცხოვრებლები არიან. მათ საზღვრის უკანონო კვეთა ედებოდათ ბრალად და ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ.