ავიაკომპანია Ukraine International Airlines-მა (FlyUIA) "ლოუკოსტერ" ტარიფების ამოქმედების შესახებ განაცხადა. როგორც avianews იტყობინება, FlyUIA-ს "ლოუკოსტერ" ტარიფები იმოქმედებს როგორც შიდა ასევე საერთაშორისო რეისებზე და მისი ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ზონაშია ესა თუ ის ქვეყანა. როგორც "ლოუკოსტერ" ტარიფის აღწერილობიდან ირკვევა, ის ვრცელდება საქართველოზეც.
ზონა 1 |
უკრაინა. (შიდა რეისები) |
ზონა 2 |
ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, თურქეთი, გერმანია, ფინეთი, შვედეთი, საქართველო, უნგრეთი, სომხეთი, ჩეხეთი, ავსტრია. |
ზონა 3 |
შვეიცარია, ბელგია, იტალია, საბერძნეთი, კვიპროსი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ბელორუსი, მოლდოვა. |
ზონა 4 |
ყაზახეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ისრაელი, ესპანეთი, საფრანგეთი, ირანი, იორდანია, აზერბაიჯანი. |
"ლოუკოსტერ" ტარიფები ინდივიდუალურია და ის დამოკიდებულია, თუ რამდენი ხნით ადრე მოხდება მათი შეძენა.
სამარშუტო ზონა |
ფასები 10 თვით ადრე ჯავშნის შემთხვევაში
|
ფასები 8 თვით ადრე ჯავშნის შემთხვევაში |
ფასები 6 თვით ადრე ჯავშნის შემთხვევაში |
ზონა 1 |
$9-დან |
$19-დან |
$29-დან |
ზონა 2 |
$21-დან |
$29-დან |
$49-დან |
ზონა 3 |
$31-დან |
$39-დან |
$59-დან |
ზონა 4 |
$41-დან |
$49-დან |
$69-დან |
აღსანიშნავია, რომ FlyUIA-ის "ლოუკოსტერ" ტარიფით ავიაბილეთის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ავიაკომპანიის ვებგვერდზე: http://www.flyuia.com/ua/main-ukraine.html?a_aid=98e81352&a_bid=2c3a65dd
ასევე, დაბალი ტარიფი არ ვრცელდება სხვა რეისთან დამაკავშირებელ ფრენებზე. წლის განმავლობაში FlyUIA "ლოუკოსტერ" ტარიფით სულ 0,5 მლნ ბილეთის გაყიდვას გეგმავს.
ასევე "ლოუკოსტერ" ტარიფი გულისხმობს 7 კგ-იან ხელბარგს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს: 55х40х20 სმ.
თუმცა Panorama Club Classic/Premium-ის წევრებისათვის ხელბარგის წონა 12 კგ-მდეა დასაშვები. ზედმეტი ბარგის არსებობის შემთხვევაში მისი ცალკე ყიდვაა შესაძლებელი.
ასევე ტარიფი არ მოიცავს ბორტზე კვებას. ასეთი ბილეთის მქონე მგზავრს ბორტზე მხოლოდ წყალი მიეწოდება.