„ჩვენ ვმუშაობთ პროგრამის ამოქმედებაზე, რომელიც ქვეყანაში ახალი ლოუკოსტერებს მოიზიდავს“, აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, კეთდება კოორდინირებული პროგრამა, რომელიც უკრაინაში მეტი ავიაკომპანიის, მათ შორის ე.წ. ლოუკოსტერების შემოყვანას უზრუნველყოფს.
პოროშენკოს განცხადებით, ბევრი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია უკრაინას როგორც ერთ-ერთ პერსპექტიულ ბაზარს განიხილავს.