22 მაისიდან, საზღვაო სატრანსპორტო კომპანია „ექსპრეს ბათუმი“ ბათუმსა და სოჭს შორის საზღვაო მიმოსვლას განაახლებს. სოჭსა და ბათუმს შორის საზღვაო მიმოსვლა გასული წლის სექტემბრიდან იყო შეჩერებული და როგორც „ექსპრეს ბათუმის“ ხელმძღვანელი ზურაბ კირცხალია აცხადებს, 114 მგზავრზე გათვლილი „კომეტა“ თავდაპირველად კვირაში ერთ რეისს განახორციელებს, თუმცა მოთხოვნის ზრდის ფონზე „ექსპრეს ბათუმი“ ბათუმი-სოჭის მიმართულებიით სიხშირეებს გაზრდის. „წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ვიმედოვნებ რომ მზარდი მოთხოვნა იქნება. ჩვენ მზად კვირაში 2-3 და უფრო მეტი რეისიც შევასრულოთ“, განაცხადა „ექსპრეს ბათუმის“ დირექტორმა.