აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5.2 მლნ ბარელით შემცირდა ანუ 1%-ით და შეადგინა 522,5 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 150 ათასი ბარელით და შეადგინა 241,082 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 1,587 მლნ ბარელით და შეადგინა 148,768 მლნ ბარელი.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.