„ჯარისკაცს მთავარსარდალი არ უნდა მოუშალო“,-განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გორში გამართულ კონსტიტუციის პროექტის განხილვაზე. მან ახალ პროექტში პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის ფორმალურ როლზე გააკეთა აქცენტი.
„ყველაზე მეტად მე რაც მაწუხებს, ეს არის მთავარსადრდლის ფუნქცია. ქართული ჯარი დღესაც დგას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმიის წინაშე. ქართველ ჯარისკაცს წინ უდგას ამოცანები და გამოწვევები, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთულია მსოფლიოს მასშტაბით. ამ ჯარისკაცს მთავარსარდალი არ უნდა მოუშალო. საუბარი მაქვს არა იმ მთავარსარდალზე, რომელიც კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, რომელიც თან მთავარსარდალია და თან ომის გამოცხადებაზე საბუთს რომ მიუტანენ - უფლებაც არ აქვს რომ ხელი არ მოაწეროს, არამედ რეალურ მთავარსარდალზე. ამ მთავარსარდალს სჭირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა, ეს ზეპარტიული თემაა.“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.