21-25 მაისს, ბათუმში რძის პროდუქტების ოლიმპიადა გაიმართება. ღონისძიება ყოველწლიურია და მეათე იუბილე წელს, პირველად საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში ჩატარდება. 18 ქვეყნის 180 მონაწილე სასტუმრო შერატონში რძის პროდუქტების წარმოების ერთიან პრაქტიკას განიხილავენ, გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას, საკანონმდებლო რეგულაციებს და ურთიერთანამშრომლობის ფორმებზე ისაუბრებენ.
ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილია ყველის მწარმოებლების ფორუმი, მეთხეობის დარგის წარმომადგენლების კონფერენცია, რძის მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემებისა და ევრაზიის ქვეყნების მეცხოველეობის დარგის წარმომადგენლების კონფერენციები.
გარდა ამისა, მონაწილეები დაესწრებიან ტექნიკურ ტურებს და ცდიან თავს სპორტულ შეჯიბრებებში, რომლებიც რძის პროდუქტების ოლიმპიადის შეუცვლელ და გამაერთიანებელ მოვლენადაა ქცეული.
ღონისძიების ფარგლებში დარგის ექპერტები და ინდუსტრიის წარომადგენლები ბათუმში საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, აშშ–დან, ახალი ზელანდიიდან, ლიტვადან და მეზობელი ქვეყნებიდან ეწვევიან.