გორში კონსტიტუციის ახალი პროექტის საერთო სახალხო განხილვა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო კომისიის წევრების გარდა, მოქალაქეებს საკუთარ პოზიციას პრეზიდენტიც გააცნობს.
ისევე როგორც სხვა ქალაქებში, გორშიც ხმაურიანი განხილვაა მოსალოდნელი. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი, საარჩევნო სისტემა და გადაუნაწილებელი მანდატების საკითხები გორშიც განხილვის მთავარი თემები იქნება.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, გადაუნაწილებელი მანდატები არ უნდა დარჩეს პირველ ადგილზე გასულ პარტიას და ის პროპორციულად უნდა გადანაწილდეს.