გიორგი მარგველაშვილის დავალებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შესახვედრად სტრასბურგში გაემგზავრნენ.
ანა დოლიძე და ლევან ბოძაშვილი ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე იმ მოსაზრებებს წარუდგენენ, რომლებიც საზოგადოების წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან შეხვედრებზე გამოთქვეს.