AccorHotels-მა საქართველოში Mercure-ს შემდეგ სასტუმროთა ქსელი ibis-იც შეიყვანა. როგორც ჯგუფ AccorHotels-ის პრესსამსახურში აცხადებენ, ახალი სასტუმრო თბილისის ცენტრში, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარეობს.
„Ibis Styles Tbilisi Center”-ი 119 ნომერზეა გათვლილი, საიდანაც 101 სტანდარტული ნომერია.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის AccorHotels-ი საქართველოსა და დსთ-ს სივრცეში 44 სასტუმროს ამუშავებს.