ლიბანური ავიაკომპანია Wings of Lebanon-ი ბეირუთიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას იწყებს. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, Wings of Lebanon-ი საქართველოს ბაზარზე ოპერირებას 25 ივნისიდან შეუდგება.
თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას, ხოლო ბათუმის მიმართულებით ყოველ კვირა დღეს შესრულდება.
ავიაკომპანია ფრენებს Boing 737-300 ტიპის ავიახომალდით განახორციელებს.