მიმდინარე წლის ბოლოდან ბათუმიდან კურორტ გოდერძიმდე სეზონური ფრენები იწყება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმი - გოდერძის მიმართულებით სამარშუტო ვერტმფრენი იმოძრავებს, რომელსაც მინიმუმ 6 ადამიანის გაყვანა შეეძლება.
კონკრეტულად თუ რომელი ავიაკომპანია მოემსახურება აღნიშნულ მარშრუტს ცნობილი არ არის, რადგანაც სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები ეხლა იწყება.
თუმცა ცნობილია, რომ ფრენები ბიუჯეტიდან დასუფსიდირდება და 2017-2018 წლის ბიუჯეტიდან ამ მიზნით 300 000 ლარი დაიხარჯება.
ფრენები სავარაუდოდ 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყება და საკურორტო სეზონის დასრულებამდე (დაახლოებით 4 თვე) გასტანს.
იმავდროულად კურორტ გოდერძის პოპულარიზაციის მიზნით, ყოველწლიური ტრადიცული ღონისძიებების გამართვა(სამთო ველო სპორტში, Off-Road, Goderdzi Ethno Fest“ და ა.შ) იგეგმება. ამ მიზნით, 2017 წლის ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, კურორტი გოდერძის განვითარება ახალ ეტაპზე გადადის
2017 -2018 წლებში დაგეგმილია:
• კურორტის შიდა საავტომობილო გზის მშენებლობა - 3 კმ; 2017-2018 წლის ბიუჯეტი - 8 მილიონი ლარი.
• ეთნოგრაფიული მუზეუმისათვის განკუთვნილი შენობის შეძენა და მოწყობა; 2018 წლის ბიუჯეტი - 20 000 ლარი.
• ადიგენის მიმართულებით ყოველდღიური სამარშუტო კეზბორის (12 ადამიანი) ამოქმედება; 2017 -2018 წლის ბიუჯეტი - 24 000 ლარი.