სამხრეთ კორეის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო და უფლებამოვალეობის შესრულებას შეუდგა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, მუნ ჯე ინს ამომრჩევლების 44 პროცენტმა დაუჭირა მხარი. პროფესიით იურისტი, 64 წლის პრეზიდენტი მოსახლეობას ეკონომიკურ რეფორმებს და ჩრდილოელ მეზობელთან ბირთვული კრიზისის მოსაგვარებლად დიალოგის დაწყებას დაჰპირდა.