აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ციტრუსის ექსპორტის პოტენციალის შესახებ აქტიურ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნებში მართავს. შეხვედრები ამჯერად უზბეკეთში იმართება. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რუსლან ქორიძემ შეხვედრები ტაშკენტში გამართა. შეხვედრას 50-ზე მეტი
საქმიანი და ბიზნეს წრეების წარმომადგენლი დაესწრო.
სამინისტრო ციტრუსის ექსპორტის პოტენციალის შესახებ შეხვედრებს აზიაში - ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში, ხოლო ევროპაში - ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამართავს.