თურქეთის ეროვნული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან განხორციელებულ რეისებზე, უფასო ბარგის მოცულობას ამცირებს.
ავიაკომპანიის ახალი პილიტიკის მიხედვით, ეკონომ-კლასის მგზავრს (ერთი ჩემოდანი) 23 კგ-მდე ბარგის წაღება შეეძლება, ხოლო ბიზნეს-კლასის მგზავრს კი (ორი ჩემოდანი) 32 კგ-მდე ბარგის.
ახალი პოლიტიკის მიხედვით, 23 კგ-იანი ბარგის გამოწერა ბავშვზეც არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ აქამდეც Turkish Airlines-ის მგზავრს უფასოდ 30 კგ-მდე ბარგის წაღება შეეძლო.