რუსეთის პოზიციები სრულიად აცილებულია საერთაშორისო ორგანიზაციების და ზოგადად დასავლური სამყაროს მოსაზრებებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია სერიოზულად დაფიქრდება გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებულ ფორმატში.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტური ყოფილიყო.
"რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტური ყოფილიყო და რეალური შედეგების მიღება ამ ფორმატით არ ყოფილიყო შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ რუსეთის პოზიციები სრულიად აცილებულია საერთაშორისო ორგანიზაციების და ზოგადად დასავლური სამყაროს მოსაზრებებს”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.