აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,9 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 527,8 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 191 ათასი ბარელით და შეადგინა 241,232 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 562 ათასი ბარელით და შეადგინა 150,355 მლნ ბარელი.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.