თურქეთის ეროვნულ ავიაგადამზიდავს Turkish Airlines-ს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში Turkish Airlines-ი 13 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ითაა შემცირებული.
იანვარ-მარტში ავიაკომპანიას შიდა მგზავრთგადაყვანები 2,9%-ით, საერთაშორისო გადაზიდვები (მგზავრები) კი 11,8%-ით შეუმცირდა. შედარებისათვის, 2016 წელს მგზავრთნაკადი 2,5%-ით, 61,7 მლნ მგზავრამდე გაიზარდა.
2016 წელს შიდა ტრაფიკი 3,7%-ით, ხოლო საერთაშორისო – 1,7%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს Turkish Airlines-ის სუფთა ზარალმა 77 მლნ დოლარი შეადგინა. ეს იმ ფონზე როდესაც 2015 წელს ავიაკომპანიის მოგება 1,7 მლრდ დოლარი იყო.