გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, კვირის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში ნარჩუნდება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
დასავლეთ საქართველოში 6 მაისს მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 7 მაისს დღის მეორე ნახევრიდან აქაც გაწვიმდება. არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება მომავალი კვირის პირველ ნახევარშიც. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი.