თურქეთში ინვესტიციის განმხორციელებელ უცხოელი მოქალაქეებისთვის ახალი უფლებები დადგინდა. როგორც თურქული მედია წერს, ქვეყნის მოქალაქეობის კანონში შეტანილი ცვლილება თურქეთის სამთავრობო ოფიციალურ გაზეთში უკვე გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკვე ძალაშია.
კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ის ვინც თურქეთში სულ მცირე 1,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ქონებას შეიძენს და ასევე მათ, ვინც ბანკში სამ წელზე მეტი პერიოდით დეპოზიტს გახსნის, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით თურქეთის მოქალაქეობა მიეცემათ.