თბილისში, აგლაძის ქუჩის მაცხოვრებლები ანტისანიტარიასა და დაავადებებს უჩივიან, ამის მიზეზად კი ელიავას ბაზრობას ასახელებენ.
საინიციატივო ჯგუფი „ელიავას პარკი“ მერიას წერილით მიმართავს, რომელშიც ადგილობრივები ბაზრისათვის ქალაქისგან მოშორებული ტერიტორიის შერჩევასა და არსებულზე პარკის მშენებლობას მოითხოვენ.
„ისეთი მდგომარეობაა, დღესდღეობით, რომ ტოქსიკური ნივთიერებებით არის გაჯერებული თითოეული ჩვენგანის ორგანიზმი,“ - აცხადებს "ელიავას პარკის" საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე, ეკატერინე ჯგუშია.