მახინჯაურში, რკინიგზის სადგურის მოპირდაპირედ არსებულ სკვერში, უახლოეს პერიოდში სარეაბილიტაციო და გამწვანებითი სამუშაოები იგეგმება. სამუშაოების ფარგლებში მოხდება ფილებისა და სკამების რეაბილიტაცია და შეღებვა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სკვერის განახლების შემდგომ, ტერიტორიაზე გამწვანებითი სამუშაოები განხორციელდება. კერძოდ, დაირგვება სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი მცენარეები. სკვერის რეაბილიტაცია მომდევნო 10 დღის განმავლობაში დაიწყება და თვის ბოლომდე დასრულდება.
გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ წლის განმავლობაში მთელი ქალაქის მასშტაბით 450 000 ცალი სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი მცენარის დარგვა იგეგმება.