ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო პორტალზე Expedia სარეკლამო კამპანია დაიწყო. 1 მაისიდან 9 ივლისის ჩათვლით საქართველოს ტურისტულ მიმართულებას და ქვეყნის შესახებ ბანერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში Expedia-ს მილიონობით მომხმარებელი გაეცნობა. საიტის მომხმარებელს საშუალება ექნებათ Expedia-ს ლინკით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე Georgia.travel-ზე გადავიდნენ. ასევე გაეცნონ საქართველოში მოგზაურობის შესახებ ავიაკომპანიებისა და სასტუმროების სარფიან შემოთავაზებებს.
საერთაშორისო ტურისტულ პორტალზე სარეკლამო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა Expedia-ს წარმომადგენელმა ანტონ კუზნეცოვმა. პრეზენტაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო.
Expedia მსოფლიოს 75-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტ ელექტრონული დაჯავშნის ვებგვერდს აერთიანებს. Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის 385 ათასი ტურისტული ობიექტის, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, ასევე საკრუიზო და ავტოგაქირავების კომპანიების შესახებ.
Expedia-ს პორტალს ყოველთვიურად 84.5 მილიონი ინტერნეტმომხმარებელი სტუმრობს. საიტს ყოველთვიურად 1,2 მილიარდჯერ ათვალიერებენ. საერთაშორისო პორტალს 68 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
Expedia-ს სოცილურ ქსელ facebook-ში 6 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.