5 სკოლის დირექტორი საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ,,ჯი-ეიჩ-ენს" გაანათლების სამინისტროში დაუდასტურეს.
გათავისუფლების მიზეზად, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაუცვლელობა და ტუალეტების არასათანოდო პირობები სახელდება. გათავისუფლებული დირექტორები არიან როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.