12-14 მაისს, ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში’’ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-10 საერთაშორისო საიუბილეო გამოფენა "EXPO BATUMI 2017" გაიმართება.
სამდღიანი გამოფენის ორგანიზატორი კომპანია „ექსპო ბათუმია". „ექსპო ბათუმი“ საქართველოში ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საგამოფენო კომპანიაა, რომელიც რეგიონში ამ სფეროს განვითარებას უწყობს ხელს.
როგორც გამოფენის ორგანიზატორ კომპანიაში განმარტავენ, გამოფენა ფართო მასშტაბის მატარებელია და წელს მასში 10 - მდე ქვეყნის 20 კომპანია მონაწილეობს.
"EXPO BATUMI 2017" წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველიდა შედეგის მომტანი ხდება. გამოფენაში,როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები,სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ“, აცხადებენ „ექსპო ბათუმში“.
გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.
,,EXPO BATUMI 2017" -ზე მოსულ ვიზიტირებს ელოდებათ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უამრავი სიურპრიზი.
,,EXPO BATUMI 2017" -ის მხარდამჭერია აჭარის ა.რ. მთავრობა, ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია. მედია მხარდამჭერი: ,,აჭარის ტელევიზია’’, 25-ე არხი, გაზეთი ,,აჭარა’’.
გამოფენა ოფიციალურად 12 მაისს 12:00 საათზე გაიხსნება.