ბათუმში მსოფლიო მასშტაბის პრემიუმ კლასის ბრენდ VitrA-ს შოურუმი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიას ვიცე მერი ბაგრატ მანველიძე დაესწრო. VitrA სანტექნიკის, ფილისა და სააბაზანო ავეჯის მწარმოებელი თურქული კომპანიაა, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში 2012 წლიდან "ბი ემ სი შარმია".
განახლებული შოურუმი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, არსებულზე ორჯერ უფრო დიდია. კომპანია მომხმარებელს ინოვაციურ, თანამედროვე დიზაინის სააბაზანო აქსესუარებისა და ფილების ახალ კოლექციას შესთავაზებს. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მათთვის სასურველი პროდუქციის დიზაინი 3D-ში შეარჩიონ. VitrA-ს პროდუქცია არაერთ მასშტაბურ პროექტშია გამოყენებული.